Posts

Showing posts from August, 2017

მიყვარს ჩემი ,,ნოკია'' :)

Image
სულ ვრწმუნდები,რომ შემთხვევით არაფერი ხდება! (აღმოვაჩინე ახალი ამერიკა!  :)  ) ფიქრი ამეკვიატა .....ჩემ ტელეფონზე და ძილის წინ სულ ამაზე ვფიქრობდი!  :)  მერე ,,შემომეწერა'' კიდეც,მაგრამ არ დავდე აქ,ცუდად არ გამიგონ,ან ვინმეს არ შევეცოდო და არ მაჩუქონ-მეთქი დაა... დაბადების დღეზე ნამდვილად არ მივიღე აიფონი საჩუქრად?!  :)  მაგრამ ისე მოულოდნელი იყო,ისე შევწუხდი,მადლობის მაგიერ ცრემლები წამომცვივდა! მერე ჩამოვყევი ჩემ საახლობლოს და ისეთი ხმით ვამცნობდი ამ ამბავს, მჩუქებელს ლოცავდნენ: ,,ღმერთმა დალოცოს! ღმერთმა გაუმარჯოსო'',მე კი:,,არანორმალური რომ იყავი ვიცოდით,მაგრამ ახლა დავრწმუნდით საბოლოოდო''....(შეწუხებული რომ ვრეკავდი ეგონათ რაიმე უბედურება დამატყდა თავს.) ახლა კი მივცემ თავს უფლებას  :)  გაგანდოთ ჩემი ფიქრები: 7 წლის ხდება ჩემი  :)  ფარნიანი(თუ ფანრიანი?  ;)  ) თუმც ისიც აღარ მუშაობს  :)  ,,ნოკია'' ! როცა რეკავს და ჩანთიდან თუ ჯიბიდან უკვე ღილაკებგაცვეთილ ტელეფონს დავაძრობ,ზოგს სიბრალული ეხატება,ზოგიც შეიცხად...
Image
მაშინ თბილისში ვცხოვრობდი ნაქირავებში,მაგრამ არსებითი მნიშვნელობა ახლა ამას არ აქვს!. დღემდე არ ვიცი რატომ, საშინელი სტრესულ-დეპრესიული შეტევა მქონდა,რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. არც იმის აღწერით შეგაწყენთ თავს,როგორ და რანაირად ვიყავი,მაგრამ ამქვეყნად რომ არ ვიყავი და ჯოჯოხეთის კარამდე მისულს შესვლას არაფერი მაკლდა,ეს ვიცი!  მეგობარმა მთხოვა,ქაშუეთის ტაძარში გავყოლოდი.ძმისთვის პანაშვიდის გადახდა უნდოდა.უარი არ მითქვამს. თითქმის ცარიელი იყო ტაძარი. მოძღვარი მოვიძიეთ და  ვიდრე ის მოსახსენიებელ რიტუალს ატარებდა,ჩემი მეორე მე ჩამძახოდა:,,ან ახლა,ან არასოდეს!'' და მე გავბედე,რომ მსთვის გამენდო ჩემი გასაჭირი. მამა N-მა(სახელს შეგნებულად არ ვწერ) მომისმინა და მირჩია წირვა-ლოცვებზე მევლო,აღსარება ჩამებარებინა და ვზიარებულიყავი. ორი კვირა იყო აღდგომამდე და არც ერთი წირვა-ლოცვა არ გამომიტოვებია.აღსარებაც ჩავაბარე,მაგრამ გამაოცა იმან,რომ მრევლი ფულს იხდიდა ამაში.იქვე მდგარ ტრიბუნაზე ქაღალდის კუპიურებთან ერთად რკინის ფულიც ერია. იმ პერიოდში ნამდვილად ფინანსური კრიზისი მქონდა,გზის დ...

სიყვარული გადაგვარჩენს

Image
ჯერ ერთი რას ვაკეთებ და თუ რამეს ვაკეთებ,არა იმისთვის რომ მაქოთ და მადიდოთ,არა იმისთვის რომ მადლობები მიხადოთ,უბრალოდ,ასე მიხარია და იმიტომ ვაკეთებ.  ვკვდები სირცხვილით,ვწუხდები ამდენი ქებით,რადგან ნამდვილად არ ვიმსახურებ და არც ვარ ღირსი,რადგან მე ვიცი,ვინც ვარ! ვიცი,რომ ზოგჯერ ენას ვიმწარებ,ხმასაც ვუწევ,ვცხარდები(ბოლოს და ბოლოს ადამიანი ვარ! ),მაგრამ მერე ვაკვდები ამაზე დარდს! ვიცი,რომ ნამდვილად არ ვარ ბოღმიანი და მით უფრო ღვარძლიანი,რაც რამდენჯერმე გაისმა ჩემ მიმართ (ნუ ატ ეხავთ ახლა ალიაქოთს!  :)  ) არც თავნება ვარ და არც თავხედი,მაგრამ პროტესტის გამოხატვის ჩემეული მეთოდები მაქვს,რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ ხვდება ხშირ შემთხვევაში!  :)  ვერ ვიტან ანგარებიან ადამიანებს და მათი გაკეთებული სიკეთე მამძიმებს,რადგან უარყოფითად ვიმუხტები ასეთ დროს და ვისრისები ,,მძიმე სიკეთის'' ქვეშ,რადგან მადლობისთვის გაკეთებული საქმისთვის ყალბი მადლობების კორიანტელი უნდა დავაყენო,გუნდრუკი უნდა ვუკმიო და ცუდად ვხდები მე!  :( ნუ მაქებთ,გთხოვთ,თორემ ვკომპლექსდები,ვიბოჭები......
Image
წლების წინ,ვიდრე სვანეთში დავბრუნდებოდი,თბილისში ერთ-ერთი რაიონის ე.წ. ,,ღარიბთა'' სასადილოში ვმუშაობდი დამლაგებლად და ჭურჭლის მრეცხავად  :) .ყოველ დღე (დასვენების დღე არ გვქონდა) 6 სამოცლიტრიანი ქვაბიც უნდა გამეხეხა სხვა სიკეთესთან ერთად,თან ისე,რომ ,,სარკე არ დაჭირვებოდა'' ადამიანს!  :) ზოგჯერ ჩემი მეგობრები შემოივლიდნენ,რომ სულიერად დამდგომოდნენ გვერდში,ვგრძნობდი ამას! საქმეს ისე ჩავათავებდი,ვერ ვგრძნობდი დაღლას,ისე მესალბუნებოდნენ,მაგრამ ვხვდებოდი,რომ ძალიან ,ძალიან წუხდნენ.... მე კი ხუმრობაში ვატარებდი და საკუთარ თავი კონკია მეგონა,თუმც პრინცს არ ველოდებოდი არსაიდან,უფრო იმედი არ მტოვებდა  :) ხანდაზმულები დადიოდნენ უფრო და მიჰქონდათ მათი წილი სადილი,ზოგიერთიც იქვე მიირთმევდა.არ მქონდა ბევრი თავისუფალი დრო,მაგრამ თითქმის ყველას ცხოვრება ვიცოდი,ყველას ბავშვებივით ვუყურებდი.ხშირად მქონდა სიმღერები ჩართული და ვაცეკვებდი კიდეც. წასვლა არ უნდოდათ ხოლმე.  :)  ,,ჩვენი ფსიქოლოგი ხარო'' __მეუბნებოდნენ. ფსიქოლოგისა რა გითხრათ,მაგრამ ჩემ ცხოვრებას და ყოფას რომ ვადარ...

შვილმკვდარი დედის მონოლოგი

Image
ამას წინათ ერთი მეგობრის პოსტში თუ კომენტარში _როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედებიო_კითხვა იყო დასმული. კითხვის ავტორის სახეც კი დავინახე თავზარდაცემული და შეწუხებული რომ იყო! კი,მეც მაინტერესებდა,რა ეცოცხ-ეტილოებოდა დედაჩემს,როცა ორმეტრიანი შვილი,მოყვასის ტყვიით სისხლდაწრეტილი გაშოტილი ედო კუბოში! მაინტერესებდა,როგორ აგრძელებდა მეზობლის ქალი ორი ვაჟის და ერთი ქალიშვილის სიკვდილის მერე ღიმილს!  მიკვირდა,როგორ ახერხებდა ერთ ღამეში დენით დამწვარი ორი ვაჟკაცის დედა (წ ინა წელს რომ რუსეთიდან ჩამოუსვენეს უფროსი ვაჟიც) სითბოს და სიყვარულის გადაცემას სხვებისთვის! მაინტერესებდა,მიკვირდა მანამ,სანამ..... ახლა აღარ მაინტერესებს,აღარც მიკვირს! არ მიკვირს,ჩემი თამარი წყალში დაკარგული ბაჩოს მერე რომ იღიმის,სითბოს აფრქვევს,უფლში ძლიერდება! არც თავმდაბლობის ეტალონად აღიარებული ლუიზასი მიკვირს,მადლის ქმნით რომ აგრძელებს ცხოვრებას! არ მიკვირს დედაჩემის,არ მიკვირს გაგულ ბიცოლასი,არ მიკვირს კლაო დეიდასი,შარშან მეოთხე ბიჭიც რომ დამარხა და მალევე მიყვა! არ მიკვირს,აღარ მიკვირს!.... მიკვ...