შვილმკვდარი დედის მონოლოგი
ამას წინათ ერთი მეგობრის პოსტში თუ კომენტარში _როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედებიო_კითხვა იყო დასმული. კითხვის ავტორის სახეც კი დავინახე თავზარდაცემული და შეწუხებული რომ იყო!
კი,მეც მაინტერესებდა,რა ეცოცხ-ეტილოებოდა დედაჩემს,როცა ორმეტრიანი შვილი,მოყვასის ტყვიით სისხლდაწრეტილი გაშოტილი ედო კუბოში!
მაინტერესებდა,როგორ აგრძელებდა მეზობლის ქალი ორი ვაჟის და ერთი ქალიშვილის სიკვდილის მერე ღიმილს!
მიკვირდა,როგორ ახერხებდა ერთ ღამეში დენით დამწვარი ორი ვაჟკაცის დედა (წინა წელს რომ რუსეთიდან ჩამოუსვენეს უფროსი ვაჟიც) სითბოს და სიყვარულის გადაცემას სხვებისთვის!
მაინტერესებდა,მიკვირდა მანამ,სანამ.....
ახლა აღარ მაინტერესებს,აღარც მიკვირს!
არ მიკვირს,ჩემი თამარი წყალში დაკარგული ბაჩოს მერე რომ იღიმის,სითბოს აფრქვევს,უფლში ძლიერდება!
არც თავმდაბლობის ეტალონად აღიარებული ლუიზასი მიკვირს,მადლის ქმნით რომ აგრძელებს ცხოვრებას!
არ მიკვირს დედაჩემის,არ მიკვირს გაგულ ბიცოლასი,არ მიკვირს კლაო დეიდასი,შარშან მეოთხე ბიჭიც რომ დამარხა და მალევე მიყვა! არ მიკვირს,აღარ მიკვირს!....
მიკვირდა ერთადერთი ბიჭის და საგვარეულო შტოს ერთადერთი გამგრძელებლის დაკარგვას რომ არ გადაყვა ფაფალა დეიდა და ღიმილი შეძლო,მაგრამ....
როგორ აგრძელებენ შვილმკვდარი დედები ცხოვრებას?
როგორ და... გულდაფლეთილნი,ხორცდამწვარნი,სულშეძრულნი,მაგრამ მაინც ღიმილიანები,მაინც სიკეთიანები,მადლიანები და სახეზე ღიმილიანები.ზოგჯერ არანორმალურად ბედნიერებიც,არაადეკვატურებიც(ჩემზე ვამბობ!) მაგრამ ტკივილიანები!
ღვთისმშობელი აძლიერებს შვილმკვდარ დედებს,რადგან მათ უნდა იცოცხლონ,გააგრძელონ სიცოცხლე ცოცხლად დარჩენილთათვის!
შვილმკვდარმა დედებმა მაგალითი უნდა მისცენ სხვებს,რომ სიცოცხლე მხოლოდ ყოფითი პრობლემები არაა,რომ სიცოცხლე სიყვარულშია და რომ გარდაცვლილ შვილთა სულები იმქვეყნად მშვიდად იყონ და სასუფეველი დაუმკვიდრდეთ! ამიტომ აგრძელებენ შვილმკვდარი დედები ცხოვრებას!
ნუ გაიკვირვებთ,ნუ დაგაინტერესებთ როგორ და რატომ! ღმერთმა გიდღეგრძელოთ და გიჯანმრთელოთ შვილები,არასოდეს გამოგეცადოთ შვილის სიმწარე! ჩვენ კი უფალმა მოგვცეს მადლი სიკეთის ქმნისა და გული კეთილი!
13 წელია სულამწარებული ვხვდები მარტის თვეს და არ მინდა 31-მდე მივაღწიო,მაგრამ რას ვერჩი მარტს?!............ 31.03.2017./ლ.მ/

Comments
Post a Comment