სიყვარული გადაგვარჩენს

ჯერ ერთი რას ვაკეთებ და თუ რამეს ვაკეთებ,არა იმისთვის რომ მაქოთ და მადიდოთ,არა იმისთვის რომ მადლობები მიხადოთ,უბრალოდ,ასე მიხარია და იმიტომ ვაკეთებ. 
ვკვდები სირცხვილით,ვწუხდები ამდენი ქებით,რადგან ნამდვილად არ ვიმსახურებ და არც ვარ ღირსი,რადგან მე ვიცი,ვინც ვარ! ვიცი,რომ ზოგჯერ ენას ვიმწარებ,ხმასაც ვუწევ,ვცხარდები(ბოლოს და ბოლოს ადამიანი ვარ! ),მაგრამ მერე ვაკვდები ამაზე დარდს!
ვიცი,რომ ნამდვილად არ ვარ ბოღმიანი და მით უფრო ღვარძლიანი,რაც რამდენჯერმე გაისმა ჩემ მიმართ (ნუ ატეხავთ ახლა ალიაქოთს!  ) არც თავნება ვარ და არც თავხედი,მაგრამ პროტესტის გამოხატვის ჩემეული მეთოდები მაქვს,რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ ხვდება ხშირ შემთხვევაში!  ვერ ვიტან ანგარებიან ადამიანებს და მათი გაკეთებული სიკეთე მამძიმებს,რადგან უარყოფითად ვიმუხტები ასეთ დროს და ვისრისები ,,მძიმე სიკეთის'' ქვეშ,რადგან მადლობისთვის გაკეთებული საქმისთვის ყალბი მადლობების კორიანტელი უნდა დავაყენო,გუნდრუკი უნდა ვუკმიო და ცუდად ვხდები მე! 
ნუ მაქებთ,გთხოვთ,თორემ ვკომპლექსდები,ვიბოჭები... 
უბრალოდ გამიღიმეთ გულწრფელად და გამათბეთ,რომ არ გავიყინო და არ მოვკვდე(სულიერად),რომ მიხაროდეს სიცოცხლე და ყოველი დღე იყოს დღე+ სასწაული!
ნუ მატკენთ და მე თუ დაუფიქრებლად,ნებით თუ უნებლიედ შევცოდე,უფალს მიანდეთ,იმან განმსაჯოს!......
სიტყვა კლავს და სიტყვა არჩენს!..............................

სიყვარული გადაგვარჩენს! 9.03.2017/ლ.მ/

Comments

Popular posts from this blog

შვილმკვდარი დედის მონოლოგი