ლალის დღიურები N1
ლალის დღიურები :) N1 ხოჯორნი — სოფელი საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხოჯორნის თემის ცენტრი (სოფლები: ხოჯორნი, წოფი, გულბაღი, ბურდაძორი).[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბანოშისწყლის (დებედის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 820 მ სიმაღლეზე. ქალაქ მარნეულიდან დაშორებულია 42 კილომეტრით, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 11 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესია./მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია/ ***** * მარნეულიდან სადახლომდე გზა ნორმალურია და მიკროავტობუსი ,,მშვიდად'' მოძრაობს.აი,სადახლოდან უკვე ტიპიური სოფლის გზა იწყება,კეთილმოუწყობელი და ეს მთელი 15 კმ.გრძელდება. გუშინწინ დილით წავედი თბილისში. მაშინ მითხრა მძღოლმა იოსიფმა,რომ ამ დანგრეულ გზაზე დროც მეტი უნდათ და საწვავიც. მე უკვე მესამე გზობაა მივდივარ ,,ჩემ'' სოფელში,ახალ სახლში,ახალ გარემოში,რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვევი. ვფიქრობ,ნამდვილად კარგი უნარი მაქვს ადაპტაციის.სადაც არ უნდა წავიდე იოლად ვეგუები გარემო პირობებს,რაც ჩემი დაულაგებელი...