ლალის დღიურები N1
ლალის დღიურები
N1
ხოჯორნი — სოფელი საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხოჯორნის თემის ცენტრი (სოფლები: ხოჯორნი, წოფი, გულბაღი, ბურდაძორი).[1] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბანოშისწყლის (დებედის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 820 მ სიმაღლეზე. ქალაქ მარნეულიდან დაშორებულია 42 კილომეტრით, სადახლოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 11 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესია./მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია/
******
მარნეულიდან სადახლომდე გზა ნორმალურია და მიკროავტობუსი ,,მშვიდად'' მოძრაობს.აი,სადახლოდან უკვე ტიპიური სოფლის გზა იწყება,კეთილმოუწყობელი და ეს მთელი 15 კმ.გრძელდება.
გუშინწინ დილით წავედი თბილისში.
მაშინ მითხრა მძღოლმა იოსიფმა,რომ ამ დანგრეულ გზაზე დროც მეტი უნდათ და საწვავიც.
მე უკვე მესამე გზობაა მივდივარ ,,ჩემ'' სოფელში,ახალ სახლში,ახალ გარემოში,რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვევი. ვფიქრობ,ნამდვილად კარგი უნარი მაქვს ადაპტაციის.სადაც არ უნდა წავიდე იოლად ვეგუები გარემო პირობებს,რაც ჩემი დაულაგებელი ცხოვრების ბრალიცაა ალბათ!
უცხოდ ვგრძნობ თავს.მგზავრები ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ. ყურები დაცქვეტილი მაქვს,მაგრამ აბა,რას გავიგებ! ვიღაცას რაღაც აქვს საყიდელი,ვჩერდებით. ჩამოვდივარ. ცხელა,დუღს ქვეყანა! განზე მდგარი ვაკვირდები ადამიანებს და ცივ წყალს ნება-ნება ვწრუპავ.
__მასწავლებელო!__მომმართავენ და მანიშნებენ,რომ ჩაჯდომის დროა. რაღაც თბება შიგნით,ვიღიმები და ჩემ თავს ვესაუბრები ფიქრებში ,იციან,რომ ახალი მასწავლებელი ვარ!
ცოფში (სოფელს ჰქვია ცოფი!)შუახნის კაცი ჩადის.ვიდრე ბარგდება,მძღოლი ქლიავის ტოტს ითრევს და ნაყოფს მთავაზობს. სიამოვნებით მივირთმევ.ჩასული მგზავრიც რამდენიმე მსხმოიარე ტოტს ტეხავს და ფანჯრიდან მაწვდის.... ისევ ღაღაც თბება შიგნით და სახლამდე გაღიმებული ამოვდივარ.
__თუ რამე დაგჭირდეს,არ მოგერიდოთ,ნომერი ხომ გაქვთ,დამირეკეთ!__ დამშვიდობებისას მეუბნება მძღოლი სიმეონი.
ეზოში შესულს ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მართლა ჩემი ეზო-კარია.დასიცხული ვეშვები სავარძელში და სულს ვითქვამ.ხვალეზე ფიქრს ვიწყებ. კონკურსს წავაწყდი წუხელ რუსა გონაშვილის გვერდზე. საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია აცხადებს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის თემაზე: „ეს საქართველოა“და არ მიძინია ამაზე ფიქრში,გზაშიც ამაზე ვფიქრობდი.
ხვალ მოსის,სონიას,კარინას,არტაკს,რუბენს,ნათელას,ანაიტს უნდა გავაცნო.ისინი მეთორმეტეკლასელები არიან და ვფიქრობ,გავართმევთ თავს..... /24.09.2017/

Comments
Post a Comment