მეთერთმეტე კლასი
ესენი ხოჟორნელი მეთერთმეტეკლასელები არიან:ეთერა ,ლუსინე ,მარტინა , ნელი და ბ-ნი სეირანი,რომლის სახელიც მანამ ვერ დავიმახსოვრე,სანამ მოთმინების ფიალაავსებულმა არ მითხრა,სურენი კი არა,სეირანი მქვიაო! :) ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას დასვენებებზე და იმდენჯერ მივეცი შენიშვნა,ჩემ დანახვაზე უკვე თქმა არ უნდა,ხელებს მიჩვენებს. :) ძალიან უნდა ქართული ისწავლოს(არ ვიცი,აქამდე რას ელოდებოდა! :) ) და ცდილობს,ყოველდღე სამი-ოთხსიტყვიანი დიალოგით მოიწონოს თავი. მხიარული ბიჭია,უბოროტოდ უციმციმ ებს თვალები,კეთილია და რაც მთავარია და დასაფასებელი, მშრომელია! მარტინა პატარა,მოცუცქნული გოგონაა.ნამდვილად ბეჯითია,მოწადინებულია გაიუმჯობესოს ქართული ენის ცოდნა და ვფიქრობ წლის ბოლოს შედეგი გვექნება.ნელი სულ თვალებში შემოგციცინებს,ზღვისფერი თვალები აქვს,ცდილობს არაფერი გამორჩეს. ეთერა თეთრი,ნათელი სახის გოგოა და ჭკვიანი თვალები აქვს,დაკვირვებული და დინჯია.ძალიან უხდება ღიმილი! ლუსინ_სომხურად მთვარეს ნიშნავს თურმე და როცა ლუსინე იღიმის,შავგვრემანი სახე მთვარესავით უნა...