აქ ჩემი საქართველოა!
დღიური N ?
| ,,საქართველოს ცაო''... |
უკვე მეხუთე პარასკევია ხოჟორნი-მარნეული-თბილისის მარშრუტით დავდივარ,კვირაობით კი__ ბოლნისი-მარნეული-ხოჟორნი.
ხუთშაბათს გაკვეთილების შემდეგ ერთი სული მაქვს,როდის დაღამდება და თითქმის არ მძინავს დილის მოლოდინში.იმიტომ კი არა,რომ ვერ შევეჩვიე აქაურობას,რომ ვნანობ და შევცდი არჩევანში,პირიქით ვრწმუნდები,რომ სწორედ აქ უნდა მოვსულიყავი,აქ მე ვჭირდები! ალბათ ხმამაღალ განცხადებად მოგეჩვენებათ,მაგრამ ასე მიმაჩნია და რა ვქნა! ჯერ შეგუების ფაზაში ვარ,ვერ ვგრძნობ,რომ საქართველოში ვარ.ყოველ პარასკევს მგონია,რომ ვბრუნდები ჩემ საქართველოში,მაგრამ აქაც ხომ ჩემი საქართველოა და თანაც როგორი,ძირძველი,ისტორიული!
ვზივარ ,,მარშრუტკაში’’ და ვიდრე მგზავრები მოგროვდებიან ვფიქრობ, უამრავ რამეზე ვფიქრობ.განსაკუთრებით ჩემს აკვიატებულ სურვილზე.ვერაფრით წარმოვიდგენდი,თუ ამიხდებოდა!ჯერ კიდევ შარშან გამოცდა რომ ჩავაბარე და მერე წელს რომ ამხელა კონკურსი გავიარე,ღვთის წყალობად ჩავთვალე და თან ერთგვარ მისიადაც,თუმცა ჯერ არ ვიცი რას და როგორ შევცვლი ჩემი აქ ყოფნით,ან შეიცვლება,კი რაიმე?! ათიდან ერთ მოსწავლეში რომ გავაღვიძო საქართველო,ჩავთვლი,რომ ჩემი ,როგორც ქართველის მისია რაღაც დოზით შესრულებულია. ერთადერთი ქართველი ვარ სოფელში,თუმცა გავიგე,რომ ორი ქართველი რძალი ჰყოლიათ,მაგრამ შვილებმა მხოლოდ სკოლაში ნასწავლი ქართული სიტყვები იციან.... ამიტომ ვთვლი,რომ ერთადერთი ქართველი ვარ.სამწუხაროდ მეც რუსულ ენაზე მიწევს მოსახლეობასთან,კოლეგების ნაწილთან კონტაქტი. ეს კია,რომ სოფელში ყველა მცნობს და ცდილობენ ქართულად მომესალმონ,ღიმილით მხვდებიან.
სულ ახალი მისული რომ ვიყავი,ერთმა კოლეგამ სვანეთზე მკითხა და მეორემ რუკაზე მოძებნა. __ოჰ,საიდან სად წამოსულხარო,__გაუკვირდა. მესამემ__გამარჯობა როგორაა სვანურადო. ერთი კვირის შემდეგ შევდივარ სამასწავლებლოში,ვჯდები ჩემ ადგილას,ვყუჩდები და უცებ:,,ხოჩა ლადაღ!’__ მესმის,მიხარია და ვიცინი ხმამაღლა, მავიწყდება სად ვარ და გონს მოსული ვხვდები,ამით ჩემდამი პატივისცემა რომ გამოხატა კოლეგამ.არა,ნამდვილად თბილი ხალხია,ყურადღებიანი,სტუმართმოყვარე!
__ქართული რომ არ ვიცით გრცხვენია, ჩვენი ბრალი არაა,ვის ელაპარაკო,აქ მხოლოდ ჩვენ ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები.__თითქოს თავს იმართლებს ჩემ წინაშე,მაგრამ დამტვრეული ქართულით მეუბნება აზებაიჯანელი კოლეგა....
__როგორ მოგწონთ ჩვენი სოფელი ქალბატონო?__სუფთა ქართული მაფხიზლებს აბურდული ფიქრების გორგალიდან.გაკვირვებული თავს ვაბრუნებ და ასაკოვანი კაცი მიღიმის. რა თქმა უნდა ვპასუხობ და კითხვას ვუბრუნებ:__საიდან ასეთი ქართული?__და ის მიხსნის,რომ თბილისში ცხოვრობს,მაგრამ სოფელში ზაფხულობით ჩამოდის და შემოდგომამდე რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და მე უკვე აღარ ვგრძნობ უსაქართველოობას,აქ არის ჩემი საქართველო,აქ,სადაც ხელის გაწვდენაზე მეორე სახელმწიფოს საზღვარია.
მე უკვე ვიცი აქაურების პრობლემები,უპირველესი და უსაჭიროესი კი წყალი,წყალი და წყალი! ეს ბატონიც გულისტკივილით აღნიშნავს,რომ რამდენჯერ დაისვა წყლის საკითხი და ვერ გადაჭრეს.ზამთარში იყინება და სადღაც შორს მდებარე წყაროდან( რომელსაც მე და ჩემი ეკოკლუბელები მოვინახულებთ და მოგაწვდით ინფორმაციას) ეზიდება დიდ-პატარა....
შეშა!__ტყე არის,მაგრამ უკვე ჩვენი აღარაა ის ტერიტორია,ამიტომ შეშას ძვირად ვყიდულობთო(ესეც ვიცი,მე თვითონ ვიყიდე და კიდევ საყიდელი მაქვს,რომ ზამთარში უდროო დროს არ დავრჩე უშეშოდ).ადრე ტყეში სოკოს,კენკრას აგროვებდნენ,ყიდდნენ და მცირედი შემოსავალი მაინც ჰქონიათ,საფლავების ნაწილიც იქითაა (ნეტა საკუთარ მიცვალებულს საზღვარგარეთ ვინ მარხავს!) მოქცეულიო,მაგრამ დღეს ფეხი რომ გადაგიცდეს საზღვრის დარღვევისთვის დაგიჭერენ და დაგაჯარიმებენო... ეს გუშინაც მოვისმინე და გული მეტკინა,რა იოლად ვვიწროვდებით და ნეტა ბოლო რა იქნება?! ღმერთმა არ ქნას წლების შემდეგ აქაურობაც აღარ იყოს საქართველო,არადა აქ ჩემი საქართველოა!.....

Comments
Post a Comment