მეთერთმეტე კლასი

ესენი ხოჟორნელი მეთერთმეტეკლასელები არიან:ეთერა ,ლუსინე ,მარტინა , ნელი და ბ-ნი სეირანი,რომლის სახელიც მანამ ვერ დავიმახსოვრე,სანამ მოთმინების ფიალაავსებულმა არ მითხრა,სურენი კი არა,სეირანი მქვიაო!  ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას დასვენებებზე და იმდენჯერ მივეცი შენიშვნა,ჩემ დანახვაზე უკვე თქმა არ უნდა,ხელებს მიჩვენებს.  ძალიან უნდა ქართული ისწავლოს(არ ვიცი,აქამდე რას ელოდებოდა!  ) და ცდილობს,ყოველდღე სამი-ოთხსიტყვიანი დიალოგით მოიწონოს თავი. მხიარული ბიჭია,უბოროტოდ უციმციმებს თვალები,კეთილია და რაც მთავარია და დასაფასებელი, მშრომელია!
მარტინა პატარა,მოცუცქნული გოგონაა.ნამდვილად ბეჯითია,მოწადინებულია გაიუმჯობესოს ქართული ენის ცოდნა და ვფიქრობ წლის ბოლოს შედეგი გვექნება.ნელი სულ თვალებში შემოგციცინებს,ზღვისფერი თვალები აქვს,ცდილობს არაფერი გამორჩეს. ეთერა თეთრი,ნათელი სახის გოგოა და ჭკვიანი თვალები აქვს,დაკვირვებული და დინჯია.ძალიან უხდება ღიმილი! 
ლუსინ_სომხურად მთვარეს ნიშნავს თურმე და როცა ლუსინე იღიმის,შავგვრემანი სახე მთვარესავით უნათდება და თვალებშიც ვარსკვლავები უციმციმებს.ხოლო, რაც ყველას აერთიანებს პასუხისმგებლობის გრძნობაა.ჯერ არ მახსოვს,მოუმზადებელი მოსულიყვნენ,დამევალებინოს რამე და არ შეესრულებინოთ! ბუკლეტების კონკურსს მეთორმეტეებმა უღალატეს,სამაგიეროდ ამათ ჩემ საპატივცემულოდ სვანეთზე მოიძიეს ინფორმაცია,დავეხმარე და შევქმენით რაღაც.რაც არ უნდა იყოს,მგონი პირველად იღებენ კონკურსში მონაწილეობას და კარგია საშემდგომოდ.
ქართველი პოეტების ლექსები მოიძიეთ-მეთქი და ანას ლექსები მომიტანეს,ლუსიმ__მანანა ჩიტიშვილის. ლიტკლუბის შექმნის იდეაც წამოვიდაა.მანამდე კი მარტინას და ლუსინეს წაკითხულ ლექსებს მოგასმენინებთ.
__არ დადოთ,მასწავლებელო,დაგვცინებენ,კარგად რომ ვერ ვკითხულობთო!__მითხრეს,მაგრამ დავამშვიდე,რომ ჩემი მეგობრები არავის დასცინიან და პირიქით,ესიამოვნებათ , გაუხარდებათ და მოგეფერებიან-მეთქი.....
ყველა დედას თავისი შვილი მოსწონსო და მეც ყველა ჩემი მოსწავლე ყოფილიც (სულ პირველიდან მოყოლებული) და ახალიც, ქვეყნად ყველაზე ლამაზი,კარგი და ჭკვიანი მგონია!  
წლის ბოლოს შეგვაფასეთ,გავაუმჯობესეთ თუ არა შედეგი....30.10.2017 

Comments

Popular posts from this blog

შვილმკვდარი დედის მონოლოგი

სიყვარული გადაგვარჩენს