როგორც მესმის,ბევრისთვის კვლავ გამოცანად რჩება,რატომ დავტოვე ლახამულა,რატომ შეველიე ,,ჩემს სვანებს'' და რატო ვარჩიე უცხო გარემო მშობლიურს.
პირველ რიგში მინდა ვთქვა,რომ საქართველოს საზღვარს აქეთ მშობლიურია ჩემთვის ყველა გოჯი,თორემ უცხო ნებისმიერი გარემოა,რომელსაც არ იცნობ და სადაც არ ყოფილხარ! ლახამულაც კი უცხო იყო ჩემთვის თავიდან,როცა არავის ვიცნობდი.
ვინც მართლა მიცნობს,არც ჩემი წერა(რას ვწერ ისეთს,რომ გასაოცარი იყოს!) უკვირს და არც ის,რომ მასწავლებელი ვარ,მიუხედავად იმისა,რომ სასადილოშიც (დიახ!) ვიმუშავე და მაღაზიაშიც,ბუფეტშიც და დარბაზშიც( 2 ლარად ტუალეტებსაც ვრეცხავდი!), ლილოში ნაყიდ საქონელსაც ვყიდდი და ჩემ გაკეთებულ სვანურ მარილსაც,მაგრამ არ მრცხვენია,იმიტომ რომ მე და ჩემ შვილს გვჭირდებოდა საარსებოდ! რა,პროფესორები დამლაგებლებად ან ჯიხურებში ღამის ცვლაში არ მუშაობდნენ?!....
ჩემი გზა მასწავლებლობისკენ 1987 წელს დაიწყო,როცა სტიქიით დაცარიელებულ სოფლებში კადრები უჭირდათ. ჯერ კიდევ საშუალო განათლებით ვიყავი,ცხონებულმა ჟორა ზურებიანმა(განათლების განყოფილების გამგემ) ნდობა რომ გამომიცხადა და კალის სკოლაში გამიშვა დაწყებითი კლასის მასწავლებლად.მერე პიონერთა სახლში მხატვრული წრის ხელ-ლი ვიყავი,პარალელურად ,,ახალი სვანეთი’’,შტატიანი თუ შტატგარეშე კორესპოდენტობა,საქართველოს რადიოს ,,საღამო მშვიდობისა’’ კევლიშვილი ყოველ შაბათს კითხულობდა ჩემ წერილებს,იელის სკოლა და ბოლოს ფარის სკოლა და...22 წლის ასაკში უკვე მქონდა ბიოგრაფია,რომელსაც კიდევ უფრო საინტერესო წინა პერიოდი ახლდა სკოლის წლების სახით.
მე მესტიის N1 საშუალო სკოლა დავამთავრე! ეს იყო სკოლა , რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ მეგულება! ეს ის პედაგოგები იყვნენ, დღესაც რომ ქუხან! მერი ჯაფარიძის სკოლა უმაგრესი და უძლიერსი იყო! დღეს რომ ტრენინგებზე ჩემ ციურიზე ვლაპარაკობ, გაოცებულნი არიან და არ სჯერათ, რომ მაშინ,30წლის წინ ტარდებოდა ისეთი გაკვეთილები,დღევანდელ მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს!მაშინ სვანეთში,ბევრისთვის ტყე-ღრეში, ინტელიგენციის და ზოგადად,საზოგადოების ნაღები ფენა ყალიბდებოდა!ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურებაა,მე რომ მასწავლებლობა გადავწყვიტე.არასოდეს მითამაშია ბავშვობაში ექიმობანა,მომავალ პროფესიაზეც მასწავლებლობაზე ვწერდი. ასე, რომ სადაც არ უნდა მემუშავა ჩემში მასწავლებელი იჯდა! სასადილოს ბენეფიციარშიც მოსწავლეებს ვხედავდი და მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელშიც.....
აღარ გავიმეორებ ათასჯერ ნათქვამს,როგორ ძალდატანებით დამაწერინეს მეგობრებმა განცხადება,როგორ მოვხვდი კვლავ სკოლაში და როგორ გავატარე ის ხუთი წელი,ლამის საქართველომ იცის თუ სოციალური ქსელიდან,თუ პრესიდან ,თუ ტელეეკრანიდან.
ხუთი წელი საბანიძეების ოჯახის წევრი ვიყავი,ხუთი წელი არ მომკლებია მშობლიური ზრუნვა და ამ ამაგს ვერასოდეს გადავიხდი,ვიცი!!!
ხშირად მითქვამს და კვლავ გავიმეორებ,რომ მხოლოდ მასწავლებელი ვერაფერს მიაღწევს,თუ არ აქვს დირექტორის ,კოლეგების,მშობლების თანადგომა. მე თამამად ვიტყვი,რომ ლახამულას საჯარო სკოლას ამ მხრივ შეუძლია იამაყოს! შეუძლია მთელ სოფელს ამაყი იყოს,რომ მათ იციან დანახვა,თანადგომა და დაფასება! ხუთი წელი არ მომკლებია ლახამულელი ახალგაზრდის ნიკა ჭკადუას ყურადღება,რომელსაც არაერთხელ დაუფინანსებია ჩემი და ჩემი მოსწავლეების გზა კონკურსებისკენ. ხუთი წელი გვერდში მედგნენ სოფლის დეპუტატები ავთანდილ და ვალოდია ჭკადუები,სოფლის რწმუნებული მერაბ საბანიძე.ხუთი წელი გვერდში მედგა მთელი სოფელი,მაგრამ იშვიათად მეგულება ადამიანი,რომელიც არ ცდილობს წინსვლას,სწრაფვას კიდევ უფრო საინტერესო პროფესიული ცხოვრებისაკენ,ვიდრე აქვს.მით უფრო, თუ დიდი ხნის ოცნების ასრულებამდე რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი.
შარშან რომ აფეთქდა ფეისბუქი მოლოცვებით,არიქა,გამოცდა ჩააბარე და გილოცავთო,საამისოდ ჩაბარებული გამოცდა იყო ის!
ძალიან გამიხარდა, როცა Hr.gov.ge-ზე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არაქართულენოვანი სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის ვაკანსია ვნახე.ამ ვაკანსიით დაინტერესება ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის,დავინახო ჩემი შესაძლებლობები,გამოვცადო თავი ახალ,სრულიად განსხვავებულ გარემოში.გარდა ამისა,ეს იყო ჩემი ოცნება. ბავშვობიდან მქონდა ურთიერთობა აზერბაიჯანელ,უკრაინელ,რუს თანატოლებთან,რომელთაც აინტერესებდათ ქართული ენა.ჩემ ,,მოსწავლეებს’’ შეეძლოთ მარტივი ტიპის საკომუნიკაციო წინადადებების შექმნა....
აქედან გამომდინარე,კვლავ დავიწყე ოცნება არაქართველ ბავშვებთან სკოლაში მუშაობაზე. მიუხედავად იმისა,რომ უცხო ენას ვასწავლიდი. შარშან ჩაბარებულმა გამოცდამ ერთი ნაბიჯით დამაახლოვა მიზანს და შესაძლებლობა მომცა კონკურსში ჩავრთულიყავი.
საკმაოდ რთული გზა გავიარე.6 ვაკანსია და 140 განაცხადი,გასაუბრებაზე 45 ვიყავით და მოვხვდი ექვსეულში.წინ საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო ასპარეზია!
დღეს უკვე პროექტის ,,ქართული,როგორც მეორე ენა’’ მონაწილე ვარ.
ვღელავ ისევ ისე,როგორც მაშინ,ხუთი წლის წინ და ალბათ კიდევ უფრო მეტად,რადგან ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია,ჩემი მშობლიური ენა შევასწავლო და შევაყვარო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.
ყოველთვის,სადაც კი ვყოფილვარ და მიცხოვრია,მიმართლებდა! არ მიჭირს ურთიერთობა უცხო ადამიანებთანაც კი და ვფიქრობ აქაც გამიმართლებს!
მგონი ახლა უკვე ცხადი გახდება გაოცებული სახეებისთვის ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი და აღარ დამჭირდება ახსნა-განმარტების გაცემა!

Comments
Post a Comment