მიყვარს ჩემი ,,ნოკია'' :)
სულ ვრწმუნდები,რომ შემთხვევით არაფერი ხდება! (აღმოვაჩინე ახალი ამერიკა!
)
ფიქრი ამეკვიატა .....ჩემ ტელეფონზე და ძილის წინ სულ ამაზე ვფიქრობდი!
მერე ,,შემომეწერა'' კიდეც,მაგრამ არ დავდე აქ,ცუდად არ გამიგონ,ან ვინმეს არ შევეცოდო და არ მაჩუქონ-მეთქი დაა... დაბადების დღეზე ნამდვილად არ მივიღე აიფონი საჩუქრად?!
მაგრამ ისე მოულოდნელი იყო,ისე შევწუხდი,მადლობის მაგიერ ცრემლები წამომცვივდა! მერე ჩამოვყევი ჩემ საახლობლოს და ისეთი ხმით ვამცნობდი ამ ამბავს, მჩუქებელს ლოცავდნენ: ,,ღმერთმა დალოცოს! ღმერთმა გაუმარჯოსო'',მე კი:,,არანორმალური რომ იყავი ვიცოდით,მაგრამ ახლა დავრწმუნდით საბოლოოდო''....(შეწუხებული რომ ვრეკავდი ეგონათ რაიმე უბედურება დამატყდა თავს.)
ახლა კი მივცემ თავს უფლებას
გაგანდოთ ჩემი ფიქრები:
ფიქრი ამეკვიატა .....ჩემ ტელეფონზე და ძილის წინ სულ ამაზე ვფიქრობდი!
ახლა კი მივცემ თავს უფლებას
7 წლის ხდება ჩემი
ფარნიანი(თუ ფანრიანი?
) თუმც ისიც აღარ მუშაობს
,,ნოკია'' ! როცა რეკავს და ჩანთიდან თუ ჯიბიდან უკვე ღილაკებგაცვეთილ ტელეფონს დავაძრობ,ზოგს სიბრალული ეხატება,ზოგიც შეიცხადებს: ,,შენ რა გითხარი,ეს რაა?''
სამი წლის წინ რომ დაამთავრა ჩემი სკოლა და წელს მინახულა,იმ ნამოწაფარმაც: __მასწა,თქვენ ისევ ეს ტელეფონი გაქვთ?_ისეთი გაკვირვებით მკითხა,გამეცინა:__ ფოტოაპარატი მაქვს,ლეპტოპი მაქვს და თავის მოვალეობას კი ასრულებს ეს ტელეფონი-მეთქი.... ბევრთან ,,ვიმართლებ'' თავს ასე!
მოსწავლეებსაც უკითხავთ:,,ტელეფონი რომ გამოცვალოთ,არ გინდათ მასწ?'' მათაც იგივეს ვპასუხობდი.
ამას წინათ ძველ სმს-ებს გადავხედე და მივხვდი,რატომ მეძვირფასება ასე,რატომ ვერ ველევი!
,,დილა მშვიდობისა ჩემო კარგო და საყვარელო დაიკო,გილოცავ დაბადების დღეს!ასი წელი გქონოდეს შენ რო გსურდეს და მე რო მინდა ისე,შენს ვაჟკაცთან ერთად,მისი კარგი მომავლით გახარებულიყავი,შენს მხიარულ სახეზე ღიმილი არ მოშლილიყოს!შენი ოჯახით, შენი ახლობლებითა და ერთგული ადამიანებით იხარე და იბედნიერე,ღმერთი იყოს შენი და შენი ანგელოზის მფარველი!მიყვარხარ ძალიან!'' 05.02.2014 წელი.
ამ მოლოცვის ავტორი, ჩემი თბილი მაკა ჭკადუა ამ მოლოცვიდან ცხრა დღეში გარდაიცვალა!
შევინახე,ვერ გავიმეტე წასაშლელად!
,,ლალიკუნააა,უყვარხარ თეოს გულს,უტკბილესოოოოოო
''
,,ლალიკუნააა,ცრემლებამდე გამახარე,ყველაზე მეტად მეთბილე....მადლობა,რომ გაიგე თეოს ძახილი...წვიმს და....შემოგევლე გულში შენაა....უხ,ვტირი,ისე მომეთბო შენი სიყვარული...''__და ბევრი ასეთი სიყვარულით სავსე სმს-ი მაქვს სიყვარულზე შეყვარებული თეოსი!
თბილი ხარო __მწერს უთბილესი სოფი და მემადლიერება,მაშინ როცა,მე ნამდვილად ცამდე მადლიერი ვარ მისი და მისი ოჯახის!
შენახული მაქვს ასამდე მოლოცვა,თუ სურვილი და ყველაზე ძვირფასი მაინც მაკასია და კიდევ ეს: ,,მამი გილოცავ დედის დღეს!მრავალს მოგასწროს უფალმა მიშგუ ლადეღ სი! ბექა-გოგა ვარ.'' __2016 წლის 3 მარტი,ღამის 12-ის 01 წუთი.მაშინ არ ვიცოდი და ვერც ვიფიქრებდი,რომ ეს მისი უკანასკნელი სმს იქნებოდა ჩემთან მოწერილი!
თბილია,ჩემი ღილაკებგაცვეთილი ფანრიანი ( თუ ფარნიანი?
),,ნოკია''! ხომ შეუხედავია,შავია,მაგრამ გულში სითბოს ინახავს და მათბობს მეც,ამიტომ ნუ გაიკვირვებთ და ნურც იფიქრებთ,რომ საშუალება არ მაქვს და ვერ ვყიდულობ თანამედროვე აიფონს,აიპოდს თუ რა ვიცი,რაც თანამედროვეა.....
ნუ შეგეცოდებათ წითელ-ლურჯთმაშეღებილი ,ზოგჯერ გაპრანჭული ( ვაი!
) ,,ქალბატონი'' ძველი,ფარნიანი(უჰ,თუ ფანრიანი) ,,ნოკიათი''! 
__ თქვენი ლალი მარგიანი! 7.02.2017 
სამი წლის წინ რომ დაამთავრა ჩემი სკოლა და წელს მინახულა,იმ ნამოწაფარმაც: __მასწა,თქვენ ისევ ეს ტელეფონი გაქვთ?_ისეთი გაკვირვებით მკითხა,გამეცინა:__ ფოტოაპარატი მაქვს,ლეპტოპი მაქვს და თავის მოვალეობას კი ასრულებს ეს ტელეფონი-მეთქი.... ბევრთან ,,ვიმართლებ'' თავს ასე!
მოსწავლეებსაც უკითხავთ:,,ტელეფონი რომ გამოცვალოთ,არ გინდათ მასწ?'' მათაც იგივეს ვპასუხობდი.
ამას წინათ ძველ სმს-ებს გადავხედე და მივხვდი,რატომ მეძვირფასება ასე,რატომ ვერ ველევი!
,,დილა მშვიდობისა ჩემო კარგო და საყვარელო დაიკო,გილოცავ დაბადების დღეს!ასი წელი გქონოდეს შენ რო გსურდეს და მე რო მინდა ისე,შენს ვაჟკაცთან ერთად,მისი კარგი მომავლით გახარებულიყავი,შენს მხიარულ სახეზე ღიმილი არ მოშლილიყოს!შენი ოჯახით, შენი ახლობლებითა და ერთგული ადამიანებით იხარე და იბედნიერე,ღმერთი იყოს შენი და შენი ანგელოზის მფარველი!მიყვარხარ ძალიან!'' 05.02.2014 წელი.
ამ მოლოცვის ავტორი, ჩემი თბილი მაკა ჭკადუა ამ მოლოცვიდან ცხრა დღეში გარდაიცვალა!
,,ლალიკუნააა,უყვარხარ თეოს გულს,უტკბილესოოოოოო
,,ლალიკუნააა,ცრემლებამდე გამახარე,ყველაზე მეტად მეთბილე....მადლობა,რომ გაიგე თეოს ძახილი...წვიმს და....შემოგევლე გულში შენაა....უხ,ვტირი,ისე მომეთბო შენი სიყვარული...''__და ბევრი ასეთი სიყვარულით სავსე სმს-ი მაქვს სიყვარულზე შეყვარებული თეოსი!
თბილი ხარო __მწერს უთბილესი სოფი და მემადლიერება,მაშინ როცა,მე ნამდვილად ცამდე მადლიერი ვარ მისი და მისი ოჯახის!
შენახული მაქვს ასამდე მოლოცვა,თუ სურვილი და ყველაზე ძვირფასი მაინც მაკასია და კიდევ ეს: ,,მამი გილოცავ დედის დღეს!მრავალს მოგასწროს უფალმა მიშგუ ლადეღ სი! ბექა-გოგა ვარ.'' __2016 წლის 3 მარტი,ღამის 12-ის 01 წუთი.მაშინ არ ვიცოდი და ვერც ვიფიქრებდი,რომ ეს მისი უკანასკნელი სმს იქნებოდა ჩემთან მოწერილი!
თბილია,ჩემი ღილაკებგაცვეთილი ფანრიანი ( თუ ფარნიანი?
ნუ შეგეცოდებათ წითელ-ლურჯთმაშეღებილი ,ზოგჯერ გაპრანჭული ( ვაი!

Comments
Post a Comment