მაშინ თბილისში ვცხოვრობდი ნაქირავებში,მაგრამ არსებითი მნიშვნელობა ახლა ამას არ აქვს!. დღემდე არ ვიცი რატომ, საშინელი სტრესულ-დეპრესიული შეტევა მქონდა,რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. არც იმის აღწერით შეგაწყენთ თავს,როგორ და რანაირად ვიყავი,მაგრამ ამქვეყნად რომ არ ვიყავი და ჯოჯოხეთის კარამდე მისულს შესვლას არაფერი მაკლდა,ეს ვიცი! 
მეგობარმა მთხოვა,ქაშუეთის ტაძარში გავყოლოდი.ძმისთვის პანაშვიდის გადახდა უნდოდა.უარი არ მითქვამს. თითქმის ცარიელი იყო ტაძარი. მოძღვარი მოვიძიეთ და ვიდრე ის მოსახსენიებელ რიტუალს ატარებდა,ჩემი მეორე მე ჩამძახოდა:,,ან ახლა,ან არასოდეს!'' და მე გავბედე,რომ მსთვის გამენდო ჩემი გასაჭირი. მამა N-მა(სახელს შეგნებულად არ ვწერ) მომისმინა და მირჩია წირვა-ლოცვებზე მევლო,აღსარება ჩამებარებინა და ვზიარებულიყავი. ორი კვირა იყო აღდგომამდე და არც ერთი წირვა-ლოცვა არ გამომიტოვებია.აღსარებაც ჩავაბარე,მაგრამ გამაოცა იმან,რომ მრევლი ფულს იხდიდა ამაში.იქვე მდგარ ტრიბუნაზე ქაღალდის კუპიურებთან ერთად რკინის ფულიც ერია. იმ პერიოდში ნამდვილად ფინანსური კრიზისი მქონდა,გზის და სანთლის ფულს ვერ ვახერხებდი და გულდაწყვეტილი დავრჩი.... რამდენჯერმე ამ ხნის მანძილზე გასაუბრებაც მოვახერხე,მაგრამ ჩემი მოძღვარი ვერ მცნობდა....თუმცა უფლის სასწაულით,მე ნამდვილად აღვსდექი,რადგან კვლავ ძველებურად ანათებდა მზე და სულიც სხეულში დაბრუნდა. ხშირად ვაკითხავდი მოძღვარს,მაგრამ ვერაფრით ვერ დამიმახსოვრა და მეჩვენებოდა,რომ გულით არც მისმენდა!  ერთხელ აღსარებისას ორლარიანი დავდე და ისეთი თვალებით დახედა ხუთ და ათლარიანების სიმრავლეში ერთადერთ ორლარიანს,რომ მივხვდი,არც კი ისმენდა ჩემს აღსარებას!...
.აგვისტოს ომის პერიოდშიც მივაკითხე ქაშუეთს. შორს მივდიოდი და გზის დალოცვა მინდოდა.დამლოცა კი,ხუთლარიანიც დავუტოვე ამჯერად.... მაგრამ....
მერე,როცა დავბრუნდი,ისევ სულიერად განადგურებული და საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.სული ეკლესიისკენ მექაჩებოდა.ისევ ქაშუეთს მივაშურე,მეგობარიც მახლდა.წირვა იყო იმ დღეს. ერთი ახალგაზრდა მოძღვარი იდგა ჩემ ახლოს. მეგობარს ვუთხარი,ამასთან მივალ-მეთქი. მივედი და ვთხოვე:,,მამაო,თქვენთან საუბარი მინდა-მეთქი''__მაშინვე მომხედა და ისეთი ღრმა მზერა მომაპყრო,ჩემმა მეგობარმა მიჩურჩულა:,,ეს ჩემი მოძღვარიც იქნებაო'' და ჩვენ ორივეს იმ დღეს დიდხანს მოგვიწია მასთან საუბარი,მიუხედავად იმისა,რომ სხვებიც ელოდნენ,გულდასმით მომისმინა ჯერ მე,მერე __მეგობარს. გამოსვლისას მრევლში ვიკითხეთ სახელი.
მამა გიორგი მამალაძე,სიკეთის და სიყვარულის,სათნოების განსახიერებაა შვილო!__გვითხრა შუახანს გადაცილებულმა ქალბატონმა და :_ნამდვილად,ნამდვილად ღვთისმსახურადაა დაბადებულიო__დაამატეს სხვებმაც.
მერე დიდი დრო გავიდა,მე ვერ მოვახერხე მისვლა და როცა მივედი,მოვიკითხე და დამინახა,მიცნო,გამიხსენა! წამოსვლამდე ერთხელაც შევხვდი.ყურადღებიანი იყო.წირვისას უამრავ მრევლში შემნიშნა,მოვიდა შემდგომ და მომიკითხა: რატომ არ ჩანხართო...
ჩემი მეგობარი ხშირად დადიოდა მერეც. ერთხელ შეწუხებულმა დამირეკა,რამდენჯერმე მივაკითხე და არ დამხვდა,ვერ გამარკვიეს სად გადავიდაო_გული წყდებოდა.
ამ დღეებში მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალს და ვერაფრით ვიჯერებ,რომ ამ ადამიანს ასეთი განზრახვა ჰქონოდა! არა და ვერა!
ვიცი,ატყდება აჟიოტაჟი,მაგრამ რა ვქნა,მომკალით და არ მჯერა, მამა გიორგის მოღალატეობა! 16.02.2017/ლ.მ/

Comments

Popular posts from this blog

შვილმკვდარი დედის მონოლოგი

სიყვარული გადაგვარჩენს