შვილმკვდარი დედის მონოლოგი
ამას წინათ ერთი მეგობრის პოსტში თუ კომენტარში _როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედებიო_კითხვა იყო დასმული. კითხვის ავტორის სახეც კი დავინახე თავზარდაცემული და შეწუხებული რომ იყო! კი,მეც მაინტერესებდა,რა ეცოცხ-ეტილოებოდა დედაჩემს,როცა ორმეტრიანი შვილი,მოყვასის ტყვიით სისხლდაწრეტილი გაშოტილი ედო კუბოში! მაინტერესებდა,როგორ აგრძელებდა მეზობლის ქალი ორი ვაჟის და ერთი ქალიშვილის სიკვდილის მერე ღიმილს! მიკვირდა,როგორ ახერხებდა ერთ ღამეში დენით დამწვარი ორი ვაჟკაცის დედა (წ ინა წელს რომ რუსეთიდან ჩამოუსვენეს უფროსი ვაჟიც) სითბოს და სიყვარულის გადაცემას სხვებისთვის! მაინტერესებდა,მიკვირდა მანამ,სანამ..... ახლა აღარ მაინტერესებს,აღარც მიკვირს! არ მიკვირს,ჩემი თამარი წყალში დაკარგული ბაჩოს მერე რომ იღიმის,სითბოს აფრქვევს,უფლში ძლიერდება! არც თავმდაბლობის ეტალონად აღიარებული ლუიზასი მიკვირს,მადლის ქმნით რომ აგრძელებს ცხოვრებას! არ მიკვირს დედაჩემის,არ მიკვირს გაგულ ბიცოლასი,არ მიკვირს კლაო დეიდასი,შარშან მეოთხე ბიჭიც რომ დამარხა და მალევე მიყვა! არ მიკვირს,აღარ მიკვირს!.... მიკვ...
Comments
Post a Comment